Wednesday, May 29, 2013

ჩემი ნაღვლიანი სახე ( ჰაინრიხ ბიოლი )

როდესაც პორტში ვიდექი და თოლიებს ვუყურებდი, ჩემმა ნაღვლიანმა სახემ პოლიციელის ყურადღება მიიპყრო, რომელიც უბანში შემოვლაზე დადიოდა. მე გართული ვიყავი ამაოდ საჭმლის მაძიებელი მოფარფატე თოლიების ცქერით, რომლებიც აფრინდებოდნენ და შემდეგ ძალუმად კვლავ დაბლა ენარცხებოდნენ. პორტი ცარიელი იყო, მაზუთით დაბინძურებულ მომწვანო წყალში ათასნაირი ნაგავი დაცურავდა. წყალზე არც ორთქმავალი მოჩანდა, ამწეკრანები დაჟანგებულიყო, საწყობები ჩამონგრეულიყო; როგორც ჩანს, შავი ნანგრევებით მოცულ ნაპირზე ვირთხებიც აღარ იდებდნენ ბინას, ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. უკვე მრავალი წელია აქაურობას გარე სამყაროსთან აღარაფერი აკავშირებდა.  თვალში ერთი თოლია ამოვიღე და მის ფრენას ვაკვირდებოდი.  

იგი მოახლოებული ჭექა-ქუხილის წინათგრძნობის გამო შიშით შეპყრობილი მერცხალივით წყლის ზედაპირის ახლოს დაფრინავდა, მხოლოდ იშვიათად თუ გაბედავდა ზემოთ აფრენას, რათა თვის სწორთ შეერთებოდა. ვინმეს რომ ეთქვა სურვილი ჩაიფიქრეო, ვისურვებდი, მქონოდა პური მისი ნამცეცებით ეს თოლიები რომ გამომეკვება და მათი ქაოსური ფრენის მიზნად თეთრი წერტილი განმესაზღვრა, მიზანი მიმეცა; ამ ჩხავილიანი უსასოო ფარფატისათვის პურის ნატეხის გადაგდებით გზა გამეკვალა, შევჭრილიყავი ქაოსში და წესრიგი შემეტანა მასში. მაგრამ მეც მათსავით მშიერი ვიყავი, თანაც დაღლილი და შემოწოლილი ნაღველის მიუხედავად მაინც ბედნიერი. მართლა მშვენიერი იყო ჯიბეში ხელებჩაწყობილი მდგარიყავი აქ, გეყურებინა თოლიებისათვის და უსასრულოდ გესვა საკუთარი ნაღველი.  მოულოდნელად ჩემს მხარს ჩინოვნიკური ხელი შეეხო და უცნობმა ხმამ მითხრა:

,,გამომყევით!” მხარზე ჩაჭიდებული ხელი ჩემს მობრუნებას შეეცადა. მე ხელი ადგილიდან გაუნძრევლად მოვიშორე და მშვიდად ვუთხარი:  
,,თქვენ რა, გაგიჟდით?!”  
,,ამხანაგო”, მომმართა ამ ჯერ კიდევ უჩინარმა კაცმა, ,,გაფრთხილებთ!“ 
,,მომისმინეთ, ბატონო” შევესიტყვე მე.  
,,აქ ბატონები არ არსებობენ”, დაიყვირა გაცხარებით.  
,,ჩვენ ყველა ამხანაგები ვართ!”  
ის გვერდით დამიდგა, ალმაცერად შემომხედა და მე იძულებული გავხდი ჩემი ბედნიერი მზერა სივრციდან მომეწყვიტა და მისი საქმიანი თვალებისათვის მიმეპყრო: იგი იმ ზაქს წააგავდა, ათწლეულები მხოლოდ თავისი მოვალეობების შესრულებით რომ საზრდოობს.  
,,რის საფუძველზე…”, წამოვიწყე შეკითხვის დასმა.  
,,მიზეზი საკმარისია”, თქვა მან, ,,თქვენი ნაღვლიანი სახე.” 
მე გამეცინა.  
,,აქ სასაცილო არაფერია!“ ის მართლაც გაცოფებული იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ ყოველივე ეს ალბათ მოწყენილობის გამო წამოიწყო, რადგან ხელში ვერ ჩაიგდო ვერც ერთი დაურეგისტრირებელი ბოზი, ვერც მთვრალი მეზღვაური და ვერც ქურდი ან დეზერტირი, ვისაც დააპატიმრებდა-თქო; მაგრამ მერე მივხვდი, რომ სულაც არ ხუმრობდა: მას ჩემი დაპატიმრება სურდა.  
,,გამომყევით!”  
,,და რის გამო?” შევეკითხე მშვიდად.  გონს მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, რომ მარცხენა ხელზე თხელი ჯაჭვი შემომერტყა და ამ წუთიდან უკვე ვიცოდი, რომ ჩემი საქმე წასული იყო.  
უკანასკნელად გავხედე აფორიაქებულ თოლიებს, ავხედე ლამაზ ნაცრისფერ ცას და უცაბედი მოძრაობით წყალში გადახტომას შევეცადე; მეჩვენებოდა, რომ ამ ბინძურ წუმპეში ეულად დახრჩობა სჯობდა, სადღაც, მიყრუებულ ეზოში ჯალათის ხელით სულის ამოხდას ან გისოსებს მიღმა თავის ამოყოფას. მაგრამ პოლიციელმა ხელის ერთი წაკვრით იმდენად ახლოს მიმიზიდა, რომ გაქცევაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო.  
,,და მაინც რის გამო?“ კიდევ ერთხელ დავსვი შეკითხვა.  
,,არსებობს კანონი, რომელიც გავალდებულებთ, რომ იყოთ ბედნიერი.”  
,,მე ბედნიერი ვარ!” წამოვიძახე.  
,,თქვენი ნაღვლიანი სახე…”, გააქნია მან თავი.  
,,მაგრამ ეს ხომ ახალი კანონია“, ვთქვი მე.  
,,კანონი ოცდათექვსმეტი საათის წინ გამოიცა და თქვენ ალბათ იცით, რომ ყველა კანონი გამოცემიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ შედის ძალაში”.  
,,მაგრამ მე არ ვიცნობ ასეთ კანონს.”  
,,ეს ვერ გიხსნით სასჯელისაგან. ის ყველა რუპორში, ყველა გაზეთში გამოცხადდა და მათთვის”, ამ დროს პოლიციელმა ზიზღით შემომხედა, ,,მათთვის, ვინც არ სარგებლობს რადიოსა და პრესის სიკეთეებით, რაიხის ყველა ქუჩაში ფურცელზე დაბეჭდილი კანონი მიმოიფანტა. ახლა იმასაც გამოვარკვევთ, თუ სად ბრძანდებოდით ბოლო ოცდათექვსმეტი საათი, ამხანაგო”.  
მან წამათრია. მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ ციოდა და მე კი ქურთუკიც არ მქონდა, მხოლოდ ახლა შემაწუხა შიმშილმა და შევნიშნე, თუ როგორ ბუყბუყებდა შიმშილისგან ჩემი მუცელი, ახლა მივხვდი, რომ ჭუჭყიანი და გაუპარსავი ყიყავი, ჩამოფხრეწილი ტანსაცმელი მეცვა და გამახსენდა, რომ არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ამხანაგი სუფთა, გაპარსული, ბედნიერი და მაძღარი უნდა ყოფილიყო. პოლიციელი ქურდობაში წასწრებული საფრთხობელასავით, რომელიც იძულებულია თავისი ოცნების სამფლობელოს სამანი გადაკვეთოს, წინ მექაჩებოდა. ქუჩები ცარიელი იყო, პოლიციის განყოფილებამდეც ბევრი აღარ რჩებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, აუცილებლად იპოვიდნენ ჩემი დაპატიმრების მიზეზს, ნაღველი შემომაწვა, რადგან პოლიციელი ჩემი სიჭაბუკის ადგილებში დამატარებდა, სადაც ერთ დროს გადაბუჩქული ბაღები და ბალახით დაფენილი ბილიკები მეგულებოდა და რომელთა მონახულებასაც პორტიდან წამოსვლის შემდეგ ვაპირებდი.  
ყოველივე ეს ახლა დაგეგმილი, მოწესრიგებული და დასუფთავებული იყო, ბილიკებისათვის ოთხკუთხა ფორმა მიეცათ, რათა მამულიშვილთა კავშირებს ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და შაბათობით სამხედრო მსვლელობები გაემართათ. მხოლოდ ცა და ჰაერიღა იყო უწინდებური, ზუსტად ისეთი, როგორც იმ დროს, როცა გული ჯერ კიდევ აღვსილი იყო ოცნებებით.  
გზად შევნიშნე, რომ ზოგიერთ სასიყვარულო ურთიერთობებისათვის განკუთვნილ ყაზარმაზე გამოკრული იყო აბრა მათთვის, ვისაც ოთხშაბათს უწევდა რიგი ჰიგიენურ ნეტარებებში მონაწილეობისათვის; როგორც ჩანს, ზოგიერთ სამიკიტნოს სასმელზე მანიშნებლის გამოფენის უფლებაც ჰქონდა მინიჭებული და მათაც გამოეფინათ თუნუქის კათხები, რომლებიც რაიხის დროშის ფერებით იყო დაზოლილი: ღია ყავისფერი – მუქი ყავისფერი – ღია ყავისფერი. უეჭველია სიხარულით იყო აღვსილი ყველა მათგანის გული, რომლებიც ოთხშაბათის ლუდის მსმელთა სახელმწიფო სიაში იყვნენ შეყვანილნი და დათქმულ ნეტარებაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ.  გამვლელებს, რომლებიც გზად გვხვდებოდნენ, გულმოდგინე გამომეტყველება ჰქონდათ და ეს გულმოდგინება კიდევ უფრო ძლიერდებოდა, როდესაც ისინი პოლიციელს მოჰკრავდნენ თვალს; ყველა ნაბიჯს უჩქარებდა და საქმიან სახეს იღებდა; ქალები კი, რომლებიც მაღაზიიდან გამოდიოდნენ, ცდილობდნენ, სახეგაბრწყინებული ყოფილიყვნენ როგორც ჯერ არს, რადგანაც კანონი მათ სიხარულის გამოხატვას ავალდებულებდა, ისინი ბედნიერნი უნდა ყოფილიყვნენ იმ მოვალეობის გამო, რომლის თანახმადაც მათ საღამოობით სახელმწიფო მოხელეებისათვის გემრიელი საჭმლით ახალი ძალები უნდა შთაებერათ. 
   გამვლელები მოხერხებულად არიდებდნენ თავს ჩვენთან შეხვედრას, ჩვენს სიახლოვეს სიცოცხლის ყოველგვარი კვალი ქრებოდა, ყველა ცდილობდა მაღაზიაში შესულიყო ან გზიდან გადაეხვია, ზოგიერთი კი სრულიად უცხო სახლს აფარებდა თავს და კარს უკან ატუზული შიშით ელოდა, თუ როდის მიწყდებოდა ჩვენი ნაბიჯების ხმა.  
მხოლოდ ერთადერთხელ, როცა გზაჯვარედინი უნდა გადაგვეკვეთა, ერთი ხანშიშესული კაცი შემოგვეფეთა, რომლის გულზე გაკეთებულმა ნიშანმაც მაშინვე მიმახვედრა, რომ ის სკოლის მასწავლებელი უნდა ყოფილიყო.  
მოხუცმა გვერდის ავლა ვეღარ შეძლო, ის ჯერ წესისამებრ მიესალმა პოლიციელს (მან სრული მორჩილების ნიშნად ხელისგული სამჯერ დაირტყა თავზე), შემდეგ კი შეეცადა თავისი ვალდებულების შესრულებას, სახეში სამჯერ შემომაფურთხა და ასეთი შემთხვევებისათვის სავალდებულო სიტყვებით შემამკო: ,,ბინძურო მოღალატევ!” მან კარგად დამიმიზნა, მაგრამ, როგორც ჩანს სიცხისაგან პირი გამომშრალი ჰქონდა და მისი ფურთხის რამდენიმე საცოდავი შხეფი მომხვდა, რომელიც მე, მიღებული წესის საპირისპიროდ, უნებლიედ მკლავით ჩამოვიწმინდე სახიდან, რის გამოც პოლიციელმა ხერხემალში მუშტი ჩამარტყა და თან მშვიდი ხმით დააყოლა: ,,საფეხური პირველი”, რაც ნიშნავს შემდეგს: სასჯელის პირველი, ყველაზე რბილი ფორმა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია.  მასწავლებელი საჩქაროდ გაეცალა იქაურობას. ყველა დანარჩენმა კი როგორღაც მოახერხა ჩვენთვის გვერდის ავლა; მხოლოდ ერთმა ფერმკრთალმა, ჩასუქებულმა ქერა ქალმა, რომელიც სასიყვარულო ყაზარმის წინ საღამოს ნეტარებების დაწყებამდე სავალდებულო სეირნობით იყო დაკავებული, ხელის სწრაფი მოძრაობით ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და მე მას მადლიერების ნიშნად გავუღიმე, პოლიციელი კი შეეცადა ისეთი გამომეტყველება მიეღო, თითქოს ვერაფერი შენიშნა. პოლიციას ამ ტიპის ქალებისათვის შეეძლო გარკვეული თავისუფლებები მენიჭებინა, ნებისმიერ სხვა ადამიანს კი ასეთი თავისუფლება აუცილებლად ძვირად დაუჯდებოდა; ამ ქალებს კანონი არ ეხებოდა, რადგანაც მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ სახელმწიფო მოხელეების ზოგადი შრომითი უნარების ამაღლებაში. აღნიშნული შეღავათის, როგორც ახლადშობილი ლიბერალიზმის ნიშნის, მნიშვნელობა დასაბუთებული ჰქონდა სახელმწიფო ფილოსოფიის სამგზის დოქტორ ბლაიგოთს ზოგადსაყოველთაო ფილოსოფიის ოფიციალური ჟურნალის ფურცლებზე. ამის შესახებ გუშინ დედაქალაქის გზაზე დამდგარმა ერთი გლეხის საპირფარეშოში შესვლისას წავიკითხე, სადაც გაზეთის ფურცლები დამხვდა, რომლებზეც ვიღაც სტუდენტს, ან შეიძლება სულაც გლეხის შვილს, საკმაოდ მახვილგონივრული შენიშვნები წაეწერა.  
საბედნიეროდ, როგორც იქნა, მივაღწიეთ პოლიციის განყოფილებამდე, უკვე საყვირების ხმაც გაისმა, რაც ნიშნავდა იმას, რომ რამდენიმე წუთში ქუჩები მოკრძალებული ბედნიერებით სახეგაცისკროვნებული ათასობით ადამიანით გაივსებოდა (სწორედ მოკრძალებული ბედნიერება უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი ადამიანების სახეებზე, რადგანაც დიდი ბედნიერების გამოხატვა იმის ნიშანი იქნებოდა, რომ შრომა ტვირთია; და პირიქით, სამუშაო დღის დასაწყისში ყველაფერი სიმღერითა და ზეიმით უნდა ყოფილიყო აღვსილი), და ყველა მათგანი იძულებული იქნებოდა ჩემთვის შემოეფურთხებინა.  
საყვირების ხმა მიანიშნებდა, რომ სამუშაო დღის დასრულებამდე ათი წუთი რჩებოდა და ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის დევიზის: ,,ბედნიერება და საპონი” თანახმად ყოველი მომუშავე ვალდებული იყო კარგად დაებანა.  ბეტონის ზოდივით წამომართული პოლიციის განყოფილების კართან ორი გუშაგი იდგა, რომელთაც შენობაში შესვლისას ჩემს მიმართ ,,ფიზიკური დასჯის” დადგენილი ზომას მიმართეს – თავში და ლავიწში ძლიერად ჩამსცხეს თავიანთი ხიშტები. მათ ეს ქმედება განახორციელეს სახელმწიფო კანონი # 1 პრეამბულის თანახმად, რომელიც ამბობს: ,,პოლიციის ყველა მოხელე ვალდებულია შეპყრობილის (ასე უწოდებდნენ ისინი პატიმარს) სხეულზე თავისი ძალაუფლების კვალი დოკუმენტურად დაადასტუროს, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის პოლიციელი, ვის მიერაც იქნა დამნაშავე დაჭერილი, ვინაიდან მას დაკითხვის დროს ექნება სავალდებულო ფიზიკურ დასჯაში მონაწილეობის ბედნიერი შესაძლებლობა.” თვით სახელმწიფო კანონში # 1 კი ნათქვამია: ,,ყოველი პოლიციელი უფლებამოსილია და ვალდებულია დასაჯოს ყველა, ვისაც კანონის დარღვევაში ედება ბრალი. არავინ არ სარგებლობს დაუსჯელობით, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ დაუსჯელობის შესაძლებლობა.”  
ჩვენ გავიარეთ გრძელი, უსახური დერეფანი, რომლის მთელ სიგრძეზეც ფანჯრები იყო ჩაყოლებული, დერეფნის ბოლოს კი ავტომატურად გაიღო კარი. გუშაგებს უკვე ეცნობებინათ ჩვენი მოსვლის შესახებ, რადგან იმ დროს, როცა ყველა ბედნიერი, კანონმორჩილი და გულმოდგინე იყო და ყველა ცდილობდა დღეში დადგენილი ერთი ფუნტი საპნით წესისამებრ განებანა, შეპყრობილის (პატიმრის) გამოჩენა მნიშვნელოვან მოვლენად ითვლებოდა.  
ჩვენ შევედით თითქმის ცარიელ ოთახში, სადაც მხოლოდ საწერი მაგიდა ტელეფონით და ორი სავარძელი იდგა, მე ოთახის შუაში უნდა დავმდგარიყავი; პოლიციელმა კი თავისი ჩაფხუტი მოიხადა და დაჯდა.  
თავდაპირველად ოთახში სიჩუმე გამეფდა და არაფერი ხდებოდა; პოლიციელები ყოველთვის ასე იქცევიან, რაც ყველაზე უფრო მტანჯველია.  

ვგრძნობდი, თუ როგორ ეძალებოდა ჩემ სახეს სევდა, მშიოდა და ვიყავი საშინლად დაღლილი, უკვე ჩემი ნაღვლიანი ბედნიერების კვალიც კი გაქრა – ვიცოდი, ჩემი საქმე წასული იყო.  რამდენიმე წამის შემდეგ უსიტყვოდ შემოაბიჯა ერთმა აწოწილმა, ფერმკრთალმა კაცმა, რომელსაც უმცროსი გამომძიებლის მოყავისფრო უნიფორმა ეცვა; ის ასევე უსიტყვოდ დაჯდა და შემათვალიერა.  

,,პროფესია?”  
,,რიგითი ამხანაგი.”  
,,დაბადებული?”  
,,ოცდაერთი წლის პირველ იანვარს”, ვთქვი მე.  
,,უკანასკნელი საქმიანობა?”  
,,ტუსაღი.“ 
პოლიციელმა და გამომძიებელმა ერთმანეთს გადახედეს.  
,,როდის და სად გაგათავისუფლდით?“  
,,გუშინ, სატუსაღო 12, საკანი 13.“  
,,სად გაგიშვეს?“  
,,დედაქალაქში.“  
,,დოკუმენტი.“  
ჯიბიდან ამოვიღე გათავისუფლების მოწმობა და გამომძიებელს გავუწოდე. მან მოწმობა მწვანე ბარათზე დააკრა, რომელზეც ჩემს ჩვენებებს წერდა.  
,,მაშინდელი დანაშაული?“  
,,ბედნიერი სახე.“  
პოლიციელმა და გამომძიებელმა კვლავ ერთმანეთს გადახედეს.  
,,უფრო ზუსტად“, თქვა გამომძიებელმა.  
,,მაშინ“, მივუგე მე, ,,ერთ მშვენიერ დღეს პოლიციელის ყურადღება ჩემმა ბედნიერმა სახემ მიიპყრო, ვინაიდან უმაღლესი ხელისუფალის გარდაცვალების გამო საყოველთაო გლოვა იყო გამოცხადებული.“  
,,სასჯელის ხანგრძლივობა?“  
,,ხუთი“.  
,,ყოფაქცევა?“  
,,ცუდი.“  
,,მიზეზი?“  
,,შრომითი ვალდებულებებისათვის თავის არიდება.“  
,,დაკითხვა დასრულებულია.“  
უმცროსი გამომძიებელი ადგა, მოვიდა ჩემთან და ერთი დარტყმით წინა სამი კბილი ჩამომამტვრია ნიშნად იმისა, რომ მე, როგორც რეციდივისტი, განსაკუთრებულად დაღდასმული უნდა ვყოფილიყავი. ეს სასჯელის გაძლიერებული ზომა იყო, რასაც არ ველოდი. ამის შემდეგ უმცროსი გამომძიებელი ოთახიდან გავიდა და მის ნაცვლად მუქ ყავისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ჩასუქებული ახმახი გამომძიებელი შემოვიდა.  
ყველა მე მირტყამდა: გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, მთავარი გამომძიებელი, მოსამართლე და მთავარი მოსამართლე, შიგადაშიგ კი პოლიციელი მიმართავდა ფიზიკური დასჯის ყველა იმ ზომას, რასაც კანონი მოითხოვდა; მათ ჩემი ნაღვლიანი სახისთვის ათი წელი მომისაჯეს, ზუსტად ისე, როგორც ხუთი წლის წინ ბედნიერი სახისთვის სასჯელად ხუთი წელი შემიფარდეს.  
ათი წელი საყოველთაო ბედნიერებასა და საპნის სიუხვეს ცოცხალი თუ გადავურჩი, ვეცდები, საერთოდ არ მქონდეს არანაირი სახე… 

 (1950).   




Monday, May 27, 2013

Franny

I’m not afraid to compete. It’s just the opposite. Don’t you see that? I’m afraid I will compete — that’s what scares me. That’s why I quit the Theatre Department. Just because I’m so horribly conditioned to accept everybody else’s values, and just because I like applause and people to rave about me, doesn’t make it right. I’m ashamed of it. I’m sick of it. I’m sick of not having the courage to be an absolute nobody. I’m sick of myself and everybody else that wants to make some kind of a splash.




დიდი ხნის ფიქრის მერე მივხვდი, რომ ძალიან ყლეები ვართ. 
ახსნას რა მნიშვნელობა აქვს, ამ ბლოგს მაინც არავინ კითხულობს და... : ) 
ძაან ძაან ყლეები და დიდი, ქონიანი ტრაკები ვართ. 
ხოდა თუ ქვეყნიდან ვერ წავედი პირობას ვდებ ხმას აღარ ამოვიღებ საერთოდ. 
ანუ ვის ვუდებ პირობას მაინც ვერ გავიგე. ამ ბლოგს ხომ არავინ კითხულობს. 
და ერთი საკითხია კიდევ, მაგრამ ამ ბლოგს მაინც არავინ კითხულობს და რა მნიშვნელობა აქვს დაწერას 

..

Sunday, May 26, 2013



Я ухожу



Я ухожу, оставляя горы окурков, 
Километры дней, миллионы придурков, 
Литров крови подаренной или потерянной 
Я ухожу, оставляя причины для споров 
Мою смешную собаку, мой любимый город 
Недокуренный план, гигабайт фотографий. 
Оставляю мечту, может кто-то захочет 
Три тетради сомнений моим неровным почерком 
Деньги в банке и многих себе подобных

ჰეი, ტეო...